შინაგან საქმეთა სამინისტრო ივნისის თვის და 6 თვის დანაშაულის სტატისტიკას აქვეყნებს.
2014 წლის იანვარ-ივნისში შსს-ს ტერიტორიული დანაყოფების საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით რეგისტრირებულია 12881 დანაშაული, აქედან 7667 დანაშაული გაიხსნა. დანაშაულის გახსნის კოეფიციენტია 59,52%. მაშინ, როდესაც 2013 წლის ამავე პერიოდში სულ რეგისტრირებული იყო 15503, აქედან კი 8202 გახსნილი. წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული კლებაა -16,91 %.
2014 წელს განზრახ მკვლელობის 45 არის რეგისტრირებული, აქედან 38 გაიხსნა, 2013 წლის ამავე პერიოდში კი რეგიტრირებული იყო 42, გახნილი 37.
თვითმკვლელობამდე მიყვანა – 2014 წელს 199 შემთხვევა, გახსნილია 2, 2013 წელს კი 229 შემთხვევიდან მხოლოდ 2 იყო გახსნილი.
რაც შეეხება ჯანმრთელობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს, შსს-ს სტატისტიკის მიხედვით, 2014 წელს 1506 შემთხვევაა რეგისტრირებული, აქედან 831 უკვე გახსნილია, 2013 წელს კი 1704 შემთხვევიდან მხოლოდ 1071 იყო გახსნილი.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2014 წელს ოჯახური ძალადობის 208 შემთხვევიდან 135-ია გახსნილი, მაშინ, როდესაც 2013 წელს 218 შემთხვევიდან 172 გაიხსნა.
სტატისტიკის მიხედვით, 2014 წელს გაუპატიურების 16 შემთხვევიდან 10 გაიხსნა, 2013 წელს კი 31 შემთხვევიდან 15 იყო გახსნილი.
რაც შეეხება საკუთრების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს, შსს-ს ინფორმაციით, სულ დაფიქსირებულია 6232 შემთხვევა, აქედან 2846 უკვე გახსნილია, 2013 წლის ამავე პერიოდში კი 8073 შემთხვევიდან 2821 გაიხსნა.
სტატისტიკის მიხედვით, 2014 წლის 7 თვეში 4864 ქურდობის ფაქტია რეგისტრირებული, გახსნილია 2126. 2013 წელს კი 6445 შემთხვევიდან 2197 გაიხსნა.
რაც შეეხება ძარცვის ფაქტებს, 2014 წელს 215 შემთხვევიდან უკვე გახსნილია 161. ხოლო 2013 წელს 275 ფაქტიდან, 162 გაიხსნა.
სტატისტიკის თანახმად, იკლო ყაჩაღობის ფაქტებმაც. 2014 წელს 140 შემთხვევიდან 92 გახსნეს, 2013 წლის ამავე პერიოდში კი 238 ფაქტიდან 150-ია გახსნილი.
ასევე იკლო თაღლითობის ფაქტებმაც. თუ 2013 წლის 7 თვეში თაღლითობის 483 შემთხვევიდან 114 გაიხსნა, 2014 წლის ამავე პერიოდში 449 ფაქტიდან 269 უკვე გაიხსნა.
რაც შეეხება საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს, 2014 წელს რეგისტრირებულია 610 შემთხვევა, აქედან 517 გახსნილია. 2013 წელს კი 1037 შემთხვევიდან გახსნილი იყო 899.
კერძოდ, 2014 წელს ხულიგნობის 76 ფაქტია დაფიქსირებული, გაიხსნა 60, 2013 წელს კი 93 შემთხვევიდან მხოლოდ 74 გახსნეს.
რაც შეეხება ცეცხლსასროლი იარაღის , საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღების ფაქტებს, შსს-ს ინფორმაციით, 2014 წელს რეგისტრირებულია 375 დანაშაული, აქედან 308 გაიხსნა, 2013 წელს კი 656 შემთხვევიდან 568 გახსნეს.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ 2014 წლის 7 თვეში დაფიქსირებულია ტერორიზმის 3 შემთხვევა, აქედან 1 გაიხსნა, მაშინ, როდესაც 2013 წელს მხოლოდ ერთი რეგისტრირებული და გახსნილი შემთხვევა იყო დაფიქსირებული.
დანაშაული მმართველობის წესის წინააღმდეგ (მ. 343-363) – 2014 წელი 622 შემთხვევა, გაიხსნა 277, 2013 წელს კი 959 შემთხვევიდან 600 გახსნეს.
აღსანიშნავია ისიც, რომ 2014 წელს, სასამართლო ორგანოების საქმიანობის წინააღმდეგ (მ. 364-367) 5 დანაშაულია ჩადენილი, აქედან 4 გახსნილია, 2013 წელს კი არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.