საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ თამარ სანიკიძის 2014 წლის 15 ივლისის №88/ნ ბრძანებით, "საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო წლისა და არდადეგების დაწყებისა და დასრულების თარიღების განსაზღვრის შესახებ", 2010 წლის 3 სექტემბრის №84/ნ ბრძანებაში ცვლილება შევიდა, რომლის თანახმადაც:
საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, სასწავლო წლის დაწყების თარიღად, 10 სექტემბრის შემდგომი პირველი ორშაბათი განისაზღვრა, ხოლო დასრულების თარიღად – 10 ივნისის შემდგომი პირველი პარასკევი.
მინისტრის ბრძანების მიხედვით, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში, პირველი და დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისათვის სასწავლო წელი 20 მაისს დასრულდება. თუ აღნიშნული თარიღი ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, სასწავლო წელი 20 მაისამდე ბოლო სამუშაო დღეს დასრულდება.
ზამთრის არდადეგები დაიწყება 30 – დეკემბერიდან და 14 -იანვრის ჩათვლით გაგრძელდება .