ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ერთ-ერთ ოთახზე გამოკრული აბრის თანახმად, მუნიციპალიტეტის გამგებელი მამუკა დოლიძეა. მის მოპირდაპირე ოთახზე გაკეთებული აბრა კი გვაუწყებს, რომ გამგებლის მოადგილე დიმიტრი კორიფაძეა.
როგორც ჩოხატაურის გამგებლის მოვალეობის ყოფილმა შემსრულებელმა თამაზ ჯინჭარაძემ გვითხრა, ეს ძველი აბრები იყო:
_ ძველი აბრები იყო, რომელიც არ შეგვიცვლია და თანამდებობის პირის სახელი პრინტერზე ამობეჭდილი ქაღალდით იყო გადაფარული. ახლა ვიღაცამ ჩამოხსნა და ძველი წარწერა გამოჩნდა, _ გვითხრა ჯინჭარაძემ.
"გურია ნიუსმა" ზემოთ აღნიშნული აბრები 14 ივლისს გადაიღო. თუმცა, როგორც აღმოჩნდა მის ჩამოხსნაზე არც 15 ივლისს უზრუნიათ.
_ გამგებლის მოადგილე ვყოფილვარ ისევ და არ მცოდნია. რაღა მინდა საკრებულოში?! _ ძველმა წარწერამ ხუმრობის ხასიათზე დააყენა დიმიტრი კორიფაძე, რომელიც ახლა საკრებულოს წევრია.