რეჟისორი ზაზა ურუშაძე და მისი ფილმი "მანდარინები", კულტურის სამინისტროს ინიციატივით, ღირსების ორდენზეა წარდგენილია.
დღეს, კულტურის სამინისტროში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი, გურამ ოდიშარია, ზაზა ურუშაძის ფილმის, "მანდარინები" გადამღებ ჯგუფს შეხვდება და ფილმის წარმატებას მიულოცავს.
"მანდარინებმა" 2013-2014 წლებში 15-ზე მეტი ჯილდო მიიღო.
ფილმის ერთი ნაწილი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებშია გადაღებული.
"მანდარინები" ესტონურ-ქართული კოპროდუქციაა და მისი მხარდამჭერები არიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ეროვნული კინოცენტრი, ევროპის საბჭოს კინოს განვითარებისა და მხარდაჭერის ფონდი ევრიმაჟი, ესტონეთის ეროვნული კინოცენტრი, ესტონეთის კინოს ფონდი და ესტონეთის კულტურის სამინისტრო.
სიუჟეტი აფხაზეთის ომის ფონზე ვითარდება და მოგვითხრობს აფხაზეთში მცხოვრებ ესტონელზე, რომელიც ომის დროს თავისი სურვილით დარჩა აფხაზეთში.
დრამაში აღწერილია ესტონელი გმირის სახლში მოხვედრილი დაჭრილი ქართველი და ჩეჩენი ჯარისკაცის ურთიერთობა.