https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

  • ფეისბუქსტატუსები

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    აზერბაიჯანის პრეზიდენტმა რუსეთი უკრაინაში საელჩოზე განზრახ თავდასხმაში დაადანაშაულა

    რით მოკლეს ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი რუსეთში – რა განაცხადეს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე

    ვოლოდიმირ ზელენსკი – ამერიკელების მიერ დათმობების თემა ხშირად უკრაინის კონტექსტში განიხილება და არა რუსეთის

    ნატო-ში აშშ-ის ელჩი – უკრაინაში რუსეთის ომის დასრულება ჩინეთს ერთი სატელეფონო ზარით შეუძლია

    ერდოღანმა შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები თანამდებობებიდან გაათავისუფლა

    დონალდ ტრამპი ირანზე – ან შეთანხმებას მივაღწევთ, ან ძალიან მკაცრი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“კარგი იქნებოდა, კარბელაშვილს შეედარებინა L-410 -ისა და TwinOtter -ის საავიაციო შემთხვევები”

14:07; 23.07.2014
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

მესტიაში ფრენებისთვის დანიშნული L – 410 თვითმფრინავი, კრიტიკის საგანი გახდა.

საქართველოს პარლამეტის წევრი, დეპუტატი გიორგი კარბელაშვილი, რომელიც ავიაციის პროფესიონალთა გაერთიანების საჰაერო ნავიგაციის სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი თავმჯდომარეა, "გურია ნიუსთან"  აცხადებს:

"ხელისუფლებას ვეუბნები, გადახედეთ თქვენს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. იქნებ მე მეშლება, მაგრამ თქვენც ხომ არ გეშლებათ?! თვითმფრინავი ჯართი ხომ არ არის, დადო და ატრიალო?! ძალიან მიკვირს, რა გახდა ასეთი, ვინ დგას L-410  თვითმფრინავის უკან?!"

მისი თქმით, L-410 თვითმფრინავზე საუბარი რამდენიმე წლის წინაც იყო, თუმცა „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებამ უარი თქვა მესტიაში ფრენის განსახორციელებლად L-410  თვითმფრინავის დანიშვნაზე. მიზეზი კი, თვითმფრინავის კატასტროფა და დაღუპულ ადამიანთა რაოდენობა იყო.

"უბრალოდ, მე რაღაც გამეგება ამ სფეროში. 4  წლის წინ  ამ თვითმფრინავზე იყო საუბარი, მაგრამ ჩვენ, ხელისუფლებამ ჩავთვალეთ, რომ ეს თვითმფრინავი საშიში იყო ფრენებისთვის. სწორედ ეს შევახსენე დღევანდელ ხელისუფლებას.  მე განცხადება გავაკეთე. მოისმენს თუ არა, მათი საქმეა.

მინდოდა უკეთესი და უსაფრთხო თვითმფრინავი დაენიშნათ, რადგან ადამიანებმა უნდა იფრინონ. თუ ინტერნეტში დაძებნით L -410 შესახებ ინფორმაციას, ნახავთ, რომ წელიწადში ხუთი ჩამოვარდნა აქვს. ხან ერთი შეცდომა, ხან მეორე.

არ უნდა ვთქვა, იქნებ გადახედოთ და უკეთესი ჩამოიყვანოთ, რატომ რისკავთ ხალხით, ვინ მოგცათ ამის უფლება? მსოფლიოში ასეთი ტიპის უამრავი თვითმფრინავია: კანადური, ფრანგული, გერმანული. მათგან მხოლოდ L-410 აქვს ცუდი ისტორია. აქ თავისი წესებია.

მე არ ვარ პროფესიონალი მფრინავი, მაგრამ ერთი რამე ვიცი, ყველამ თავი უნდა დაიზღვიოს.

ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს, იყო ასეთი მოთხოვნა და კანადელებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი – ორძრავიან თვითმფრინავს, ხალხი არ ჩასვეს და ერთი ძრავი გამოურთეს, შეამოწმეს, შეძლებდა თუ არა  თვითმფრინავში მესტიაში ერთი ძრავით აფრენა-დაფრენას.

ავიაციაში ჩემი ჩატარებულია რეფორმა. თბილისის, ბათუმის, ქუთაისის და მესტიის აეროპორტი ჩემი აშენებულია. ჩვენს დროს მესტიაში ისეთი ინვესტიცია ჩავდეთ, რაც მეტი ხალხი ნახავს და  ბევრი თვითმფრინავი იფრენს, ჩემი წარმატებაა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე განცხადება გავაკეთე. მოისმენს თუ არა, მათი საქმეა."

რატომ დართო  მესტიაში ფრენისთვის ნება L-410 თვითმფრინავს,  საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ, რომლის უმთავრესი მიზანია ქვეყანაში უზრუნველყოს სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხო ფუნქციონირება, ხოლო პრიორიტეტი _ მგზავრთა უფლებებისა და ინტერესების დაცვა?

ამასთან დაკავშირებით "გურია ნიუსი" საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორ გურამ ჯალაღონიას ესაუბრა:

_ ბატონო გურამ, დეპუტატი გიორგი კარბელაშვილი საუბრობს, რომ წინა ხელისუფლებამ L-410 თვითმფრინავი საფრთხის შემცველად მიიჩნია და ამის გამო არ დანიშნა L-410-ით ფრენები მესტიაში. "საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ" რატომ შეაჩერა არჩევანი L- 410 -ზე?

_ სახელმწიფომ გამოაცხადა ღია საერთაშორისო ელექტრონული ტენდერი, სადაც ნებისმიერ კომპანიას შეეძლო მონაწილეობის მიღება. ტენდერის ერთ-ერთი  პირობა იყო ის, რომ თვითმფრინავს მაღალმთიანი რეგიონის პირობებში, კერძოდ მესტიაში, საწვავის დამატების გარეშე შეძლებოდა ნატახტარი-მესტია-ნატახტარის რეისის შესრულება.

ტენდერში  გაიმარჯვა ქართულმა  კომპანია "სერვის ეირმა“, რომელიც დაუკავშირდა ჩეხეთის ავიაკომპანია "პრაღა ევიეიშენს", საიდანაც  ჩამოიყვანეს ზემოთხსენებული თვითმფრინავი. მას ოპერირებას უწევს აღნიშნული ავიაკომპანია, ჩეხეთის საავიაციო ხელისუფლების ზედამხედველობით.

_ ავიაციის პროფესიონალთა გაერთიანების საჰაერო ნავიგაციის სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე გიორგი კარბელაშვილი„გურია ნიუსთან“ დასვა კითხვა – ვინ დგას L – 410  თვითმფრინავის უკან?

_ ჩემთვის, ბატონი გიორგი კარბელაშვილის მიერ დასმული კითხვა, თუ ვინ დგას ამ ყველაფრის  უკან, გაუგებარია. მე არ ვიცი, რას ემსახურება მის მიერ გაკეთებული განცხადება, სადაც აღნიშნულ თვითმფრინავს მიიჩნევს საფრთხის შემცველად და ადასტურებს, რომ მისი გამოყენება სვანეთის რეგიონში, არ იქნება მგზავრებისთვის უსაფრთხო.

ბატონი კარბელაშვილი იშველიებს სტატისტიკას, კარგი იქნებოდა, მას ერთმანეთისთვის შეედარებინა L-410 -ისა და TwinOtter -ის  საავიაციო შემთხვევების (გამოქვეყნებული) სტატისტიკური მონაცემები. თუ კარგად გავეცნობით აღნიშნულ მონაცემებს, ვნახავთ, რომ საავიაციო შემთხვევების კუთხით L-410-ს გააჩნია სამჯერ უფრო უკეთესი მაჩვენებლები, ვიდრე TwinOtter -ს.

აღვნიშნო, რომ მსგავსი დაუსაბუთებელი, არაპროფესიონალური განცხადებები მოვისმინეთ სხვა, ე.წ. საავიაციო ექსპერტებისგან,  გიორგი კოდუასგან და  ჯემალ ხახუტაიშვილისგან. გულსატკენია, რომ ადამიანები ცდილობენ საკუთარი პროფესიონალიზმის დამტკიცებასა და რეიტინგის ამაღლებას ხალხის დაშინების მეთოდით.

უკვე მოსმენილ უპასუხისმგებლო განცხადებებს ვუპასუხო, რომ საავიაციო შემთხვევების 80 პროცენტზე მეტი, გამოწვეულია ადამიანური ფაქტორით და არა საჰაერო ხომალდით.

მე ვარ სახელმწიფო მოხელე, რომელმაც უნდა   აკონტროლოს და პასუხი  აგოს ავიაციის უსაფრთხოებაზე. აქედან გამომდინარე, არ დავუშვებ საფრთხის შემცველი საჰაერო ხომალდის საქართველოს ტერიტორიაზე (მითუმეტეს მთიან რეგიონებში) ოპერირებას.

სხვა თუ არაფერი, საქართველოში შემოყვანილ L-410 UVP-ის ტიპის  საჰაერო ხომალდს გააჩნია EASA-ს სერთიფიკატი და ალბათ, კარბელაშვილმა კარგად იცის, თუ რას წარმოადგენს ამგვარი საბუთი.

_ კარბელაშვილი საუბრობს, რომ წინა ხელისუფლების დროს ექსპერიმენტი ჩაატარეს. TwinOtter-ის თვითმფრინავს, რომელიც ორძრავიანია,  ერთი ძრავა გამოურთეს…

_ ვიცი  ეს ისტორია. ცარიელ ორძრავიან თვითმფრინავს გამოურთეს ძრავა. ერთი ძრავით დაჯდა ცარიელი თვითმფრინავი. მერე რა მოხდა?! ერთი ძრავით უნდა დაჯდეს ნებისმიერი თვითმფრინავი. რა არის ამაში განსაკუთრებული?! აი, მგზავრებით დატვირთული თვითმფრინავი ერთი ძრავით რომ დაჯდება, ეს სხვა ამბავია. ეს ყველაფერი პიარზე იყო გათვლილი. არ შეიძლება, ასეთი რამის გაკეთება და ხალხის მოტყუება.

L-410  ორძრავიანი თვითმფრინავი 1960-ან წლებში შეიქმნა სპეციალურად  ექსტრემალურ პირობებში სამუშაოდ.  მსგავსი თვითმფრინავებია: AN-28; L  TwinOtterდა B-30,     მაღალმთიან რეგიონებში,  ექსტრემალურ სიტუაციებში -40 და +40-მდე ტემპერატურაზე, მტვერში, მოუწყობელ აეროდრომებსა და, სხვა რთულ პირობებში სამუშაოდ. საქართველოში გამოცხადებულ ტენდერში L -410 -მა გაიმარჯვა და ის დაინიშნა  მესტიაში საფრენად.

_ თქვენი აზრით, სახელმწიფოს მხრიდან ტურისტების მოსაზიდად, მხოლოდ მესტიაში L -410 თვითმფრინავის დანიშვნა საკმარისია?

_ რა თქმა უნდა, არა. ტურიზმის მხრივ, საქართველო ძალიან მიმზიდველია, განსაკუთრებით საქართველოს მთიანი რეგიონი მაგრამ, თუ არ შევქმნით საჭირო ინფრასტრუქტურას, თუ არ ავაშენებთ აეროდრომებს მაღალ მთიან რაიონებში,  მარტო საერთაშორისო აეროპორტით ტურისტებს ვერ მოვიზიდავთ.

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და გითხრათ, რომ შექმნილია საქართველოში მცირე ავიაციის განვითარების კონცეფცია და ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად ვმუშაობთ მის განხორციელებაზე.

40 წელია, ავიაციაში ვარ. ჩემი სამუშაო გამოცდილებიდან გამომდინარე, ამ ქვეყნის მთიანი რეგიონების სილამაზეცა და საშიშროებაც კარგად ვიცი.  მრავალი ადამიანის სიცოცხლე გადაგვირჩენია საჰაერო ხომალდის გამოყენებით, ვინაიდან ადგილების მიუვალობისა და დროის სიმცირის გამო, სხვა ტრანსპორტი იქ ვერ მიაღწევდა. ავიაცია მხოლოდ სვანეთისთვის კი არა,  საქართველოს ყველა მაღალმთიანი რეგიონისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი, როგორც სატრანსპორტო საშუალება.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრობის კანდიდატის ქონებრივი დეკლარაცია

2013 წელს სამინისტროების მიერ ჩანაცვლებული ავტომობილები და ტექნიკური მომსახურების ხარჯები

ყველა სიახლე

საზოგადოება

ქვის ცვენა და ზვავსაშიშროება – სად აიკრძალა მოძრაობა

20:32; 15.02.2026
საზოგადოება

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური გაუჩინარებული მოქალაქის ძებნა-შველის ღონისძიებასთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს

19:08; 15.02.2026
საზოგადოება

“გულის სიწმინდე არის აუცილებელი პირობა”- მეუფე შიოს ქადაგება მირქმის დღესასწაულზე

18:26; 15.02.2026
სპორტი

“ბორჯღალოსნებმა” ნიდერლანდებს მოუგეს

18:12; 15.02.2026
სამართალი

“კრიმინალური ავტორიტეტის სახელის გამოყენებით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით 10 000 აშშ დოლარი გამოსძალეს”

18:04; 15.02.2026
საზოგადოება

სენაკში, საცხოვრებელ სახლში, სადაც ბავშვები იმყოფებოდნენ, ძლიერი ხანძარი გაჩნდა

18:00; 15.02.2026
საზოგადოება

დედაენის ბაღში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

17:02; 15.02.2026
სამართალი

არასრულწლოვანთა დანაშაულის ზრდა და სისტემური ხარვეზები განრიდების პროგრამაში- რა წერია აუდიტის ანგარიშში

15:49; 15.02.2026
სამართალი

ძალადობა არასრულწლოვანზე – პოლიციელი მოსამართლემ წინასწარ პატიმრობაში გაუშვა

14:04; 15.02.2026
მსოფლიო

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა რუსეთი უკრაინაში საელჩოზე განზრახ თავდასხმაში დაადანაშაულა

13:38; 15.02.2026
პოლიტიკა

17 თებერვალს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ყაველაშვილი ყოველწლიური მოხსენებით გამოვა

13:24; 15.02.2026
სამართალი

რამდენ ადამიანს აღმოაჩნდა დადებითი შედეგი ნარკოლოგიურ შემოწმებაზე გურიაში

13:03; 15.02.2026
სამართალი

მამაკაცი დაჭრეს- რას აცხადებს შსს

12:53; 15.02.2026
ზაფრანი

„გამოსაშვები გამოცდა“

12:27; 15.02.2026
ზაფრანი

„დამატებითი ტაიმები დაინიშნა და ამან გაგვშიფრა…“

12:24; 15.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

12:03; 12.02.2026
0

ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

11:42; 11.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო