საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქრთამის აღების ფაქტზე, ქალაქ ბათუმის მერის რწმუნებული ოლეგ არველაძე დააკავეს.
გამოძიებით დადგენილია, რომ ოლეგ არველაძემ ქალაქ ბათუმში, ნინოშვილის ქუჩაზე, განთავსებული 3142.4 კვ.მ შენობა-ნაგებობის და მასზე მიმაგრებული 6582 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სასურველ ფასში პრივატიზებაში დახმარების გაწევის სანაცვლოდ, ქრთამის სახით აიღო ფულადი თანხა 4 000 აშშ დოლარის ოდენობით.
მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9 წლამდე ვადით.