ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურის, მაკა სულაბერიძის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 27-28 ივლისს ძლიერი წვიმის შედეგად, სოფელ შუხუთში, ამირან შეროზიას ეზო მთიდან ჩამოსულმა ნიაღვარმა დატბორა.
ადგილზე, ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომელთან ერთად, გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ზენაიშვილი, გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ნუგზარ ცინცაძე იმყოფებოდა.
გარდა ამისა, ჩიბათში 15 ოჯახი მოწყვეტილია სოფელს და მანქანის გადაადგილება ამ დროისთვის შეუძლებელია.
"შეისწავლიან არსებული სიტუაციის, შუხუთში დაღრმავდება და გაიწმინდება არხი, ხოლო ჩიბათში, სავარაუდოდ, ახალი ხიდი გაკეთდება", _ ამბობენ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში.