როგორც სანდო წყარომ "გურია ნიუსს" შეატყობინა, ფრაქციის ოთახი დამლაგებლის გასაღებით გააღეს.
ჩვენ წალენჯიხის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრ ელგუჯა მესხიას დავუკავშირდით.
_მართალია თუ არა, რომ თქვენს ფრაქციას ოთახი წაართვეს და არც ალტერნატივა შესთავაზეს? რას უკავშირებთ ამ ქმედებას?
_ოთახი მართლაც თვითნებურად ჩამოგვართვეს, ისარგებლეს დამლაგებლის გასაღებით და შევიდნენ. რაც შეეხება ალტერნატივას, გვქონდა შემოთავაზება, მაგრამ ისეთი პატარა ოთახია, იქ ოთხი კაცი ვერ იმუშავებს.
ოფიციალურ მიზეზად დასახელდა ის, რომ იმ ოთახში საკრებულოს თავმჯდომარე უნდა შევიდეს, თუმცა სხვა მიზეზებიც უნდა იყოს, მაგრამ დაველოდოთ მოვლენებს.