სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები შედის, რომლის თანახმადაც უკანონო აბორტებთან დაკავშირებით კანონი მკაცრდება.
კანონპროექტის მიხედვით, რომლის ავტორიც ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძეა, უკანონო აბორტი ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომითი ვადით 120-დან 300 საათამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 1-დან 2 წლამდე.
იგივე ქმედება, ჩადენილი უკანონო აბორტისთვის მსჯავრდებულის მიერ, ან რამაც გამოიწვია შვილოსნობის სამუდამო მოშლა, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 2-დან 6 წლამდე.
ხოლო უკანონო აბორტი, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა, ისჯება თავისუფლების აღკვეთით 4-დან 6 წლამდე.



























































![Young couple sitting on a sofa, drinking, talking. Click here for more "people at home" images:
[url=my_lightbox_contents.php?lightboxID=1507925][img]http://www.nitorphoto.com/istocklightbox/peopleathome.jpg[/img][/url]](https://gurianews.com/wp-content/uploads/2026/02/kalimamakaci-360x180.jpg)





