საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი, სოფიო შამანიდი, საქართველოში სომხური სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსს, ვაზგენ მირზახანიანს შეხვდა.
შეხვედრისას მხარეებმა სომხურ ეკლესიის პრობლემები და ეროვნულ უმცირესობაში არსებული მდოგმარეობა განიხილეს.
სოფიო შამანიდმა ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანთან 19 ივლისს სომხურ ეკლესიასთან მომხდარ ინციდენტზეც იმსჯელა.
მხარეებმა დაგმეს ძალადობა და გამოთქვეს იმედი, რომ გამოძიება მალე დასრულდება.
შეხვედრისას შემდგომი ურთიერთობის პერსპექტივაც განიხილეს.