კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი", ხვალ, 30 ივლისს, ცოტნე დადიანის ქუჩაზე გამავალ 900 მმ-იან მაგისტრალურ მილდენზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას გეგმავს.
სამუშაოებს კომპანია ხვალ დილიდან, მთელი დღის განმავლობაში განახორციელებს.
მაგისტრალურ მილზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების მიზნით, 30 ივლისის 10:00 საათიდან 31 ივლისის 05:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: ჯავახიშვილის, კ. აბაშიძის, კიევის, მაზნიაშვილის, რომის, ტყვიავის, სუნდუკიანის, გოგიბერიძის, ტოლსტოის, ათონელის, ხეთაგუროვის, წმინდა ნიკოლოზის, ქურდიანის, ნ. ჩხეიძის, გამცემლიძის, ელენე ახვლედიანის, ანთელაძისა და კუმისის ქუჩებს. დავით აღმაშენებლისა და თამარ მეფის გამზირების მცირე ნაწილს.
წინამძღვრიშვილის, უზნაძის, დოდო აბაშიძის, ჭოროხის, დიდხევისა და კონსტიტუციის ქუჩების ნაწილს.
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" შეეცდება სამუშაოების ჩატარება შესაძლებლად მოკლე დროში დაასრულოს. წყალმომარაგების აღდგენა მოხდება ეტაპობრივად, 31 ივლისის 05:00 საათიდან, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე. შესაბამისად, 31 ივლისის 08:00 საათისთვის წყალს მიიღებს ყველა ჩამოთვლილი ქუჩა.