(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ პირველი დღე აღმზრდელებსა და აღსაზრდელებს ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარემ რევაზ ჩიტიძემ, გამგებელმა გიორგი გოგუაძემ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა მიულოცეს. პატარები სტუმრებს ლექსებითა და სიმღერით მიესალმნენ. ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, კარგია, როცა სოფელმა ერთხმად დაუჭირა მხარი საბავშვო ბაღის რემონტს, თუმცა ბევრი რამ ჯერ კიდევ გასაკეთებელია, რაც სასურველია გაითვალისწინონ მომავალი სოფლის პროგრამით. გამგეობის ინფორმაციით, ჩიბათის ტერიტორიულ ერთეულში სოფლის მხარდაჭერის პროგრამით სააღმზრდელო ჯგუფის შენობის კაპიტალური რემონტისთვის 43332 ლარი დაიხარჯა.