"მოგზაურობა მუსიკით" _ ასე ჰქვია პროექტს, რომლის ფარგლებში შვეიცარიელი რეჟისორი ანიკა ჰაეფლიგერი გურიას ეწვია.
გადამღებმა ჯგუფმა ჩოხატაურში ჩაწერა კულტურის ცენტრთან არსებული ანსამბლები: "გურია," "მანდილი," "ამაღლება" და "ნართი".
ფილმის პროდიუსერია ელინა ჩიკონიანი, ხმის რეჟისორი _ ქეთევან ზუბიაშვილი.
ისინი ასევე ეწვევიან დუშეთს, სვანეთსა და კახეთს. სამომავლოდ იგეგმება საქართველოს ფოლკლორზე ფილმის გადაღება, რომელიც უკვე სრულმეტრაჟიანი იქნება.
ამჯერად გადაღებულ ფილმს საერთაშორისო ფესტივალზე უჩვენებენ.