ივლისისა და აგვისტოში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე, ცოფის საწინააღმდეგოდ ძაღლებისა და კატების მასშტაბური ვაქცინაცია ტარდება.
აღნიშნული ღონისძიება სახელმწიფო პროგრამას ექვემდებარება.
"ამ აცრის იმუნიტეტი ერთწლიანია, ორი თვის ასაკიდან ყველა ძაღლი და კატა იცრება", _ უთხრა "გურია ნიუსს" სურსათისა და ეროვნული სააგენტოს გურიის სამმართველოს სპეციალისტმა დათო მამინაშვილმა.
ვეტერინარი სპეციალისტის, ბათუ თოიძის თქმით, დღეისთვის აცრის სამუშაო ჩატარებული ოზურგეთის ბევრ სოფელში და ქალაქის ტერიტორიაზე.
აცრის პროცედურას, ხელმოწერითა და რიცხვის მინიშნებით, ადასტურებს როგორც ვეტერინარი სპეციალისტი, ისე ცხოველის მეპატრონე.