საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო კანონი, რომელიც პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონში, 7 სხვადასხვა საკანონმდებლო აქტსა და პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების შეტანას თაობაზე.
ცვლილებების შედეგად იზრდება ინსპექტორის უფლებამოსილება, მისი მანდატი 2014 წლის 1 სექტემბრიდან გავრცელდება პოლიციის სექტორზე, ხოლო კერძო სექტორის მიმართინსპექტორის უფლებამოსილება სრულად ამოქმედდება 2014 წლის 1 ნოემბრიდან.
საზედამხედველო ორგანოს ლეგიტიმაციის ხარისხის გაზრდის მიზნით, იცვლება ინსპექტორის დანიშნვის წესი, ინსეპქტორს აირჩევს საქართველოს პარლამენტი პრემიერ მინისტრის მიერ წარდგენილი კანდიდატებიდან, ხოლო კანდიდატების სპეციალური კომისია შეარჩევს.
კანონი ითვალისწინება ინსპექტორის ხელშეუხებლობის გარანტიებსა და შემოწმების განხორციელების მიზნით ნებისმიერ დოკუმენტისა და ინფორმაციის, მათ შორის სახელმწიფო, კომერციული ან პროფესიული საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გაცნობის უფლებამოსილებას.
კანონი ითვალისწინებს განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა წრის გაფართოებას და იზრდება მათი დაცვის გარანტიები, იზღუდება და მკაცრდება გენეტიკური მონაცემების დამუშავების წესი, იხვეწება ვიდეოთვალთვალის, ბიომეტრულ მონაცემებისა და პირდაპირი მარკეტინგის რეგულირება. 2014 წლის 1 სექტემბრიდან მოქალაქეებს საშუალება ექნებათ კომპანიას გამარტივებული ფორმით ნებისმიერ დროს მოსთხოვონ მათი მონაცემების გამოყენების შეწყვეტა, ხოლო ქუჩასა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ვიდეოთვალთვალის განხორციელება იზღუდება.