ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ "გურია ნიუსთან" საუბრისას განაცხადა.
"ვაპირებთ, რომ სოციალური შეფასების სისტემიდან ამოვიღოთ პირველადი მოხმარების საყოფაცხოვრებო ნივთები, რომელიც გავლენას აღარ იქონიებს ქულებზე. სხვათაშორის ამ პროექტს ვაკეთებთ "იუნისეფთან" ერთად, ისინი გვიკეთებენ ამ მეთოდოლოგიის ექსპერტიზას. ეს ცვლილებები მნიშვნელოვნად შეამცირებს სოციალური აგენტის სუბიექტურ მომენტს, მას აღარ ექნება საშუალება თავისი შეხედულებისამებრ რაიმე მონაცემები შეცვალოს." _ განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა "გურია ნიუსთან"
მინისტრის თქმით, სოციალური შეფასების სისტემას ბევრი პრობლემა ჰქონდა:
"ერთი იყო სისტემური, საუბარია იმაზე, რომ სოციალური შეფასებას პოლიტიკურ ინსტრუმენტად იყენებდნენ, რაც უკვე აღმოვფხვერით. მეორე გახლდათ ორი კონკრეტული ბლოკის პრობლემა: ერთი, როდესაც სოციალურ აგენტს დიდი ველი ჰქონდა დარჩენილი სუბიექტური გადაწყვეტილების მისაღებად, რასაც ძირითადად ავსებდა პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე და მეორე, როდესაც საკუთრივ მეთოდოლოგიაში არალოგიკური ფაქტორები იყო ჩადებული. რიგი ფაქტორებისა უკვე ამოღებული იქნა ამ პროექტიდან. ვფიქრობ, რომ ამ ცვლილებით გაცილებით გამჭვირვალეს გავხდით სისტემას.