დიდთოვლობის გამო 9 ადამიანი, 5 მონადირე და 15 ოჯახი გომისმათასა და ბახმაროში გარესამყაროს მოწყდნენ.
“გურია ნიუსთან” საუბარში გურიის გუბერნატორი ვალერი ჩიტაიშვილი აღნიშნავს, რომ თოვლში ჩარჩენილ ოჯახებსა და ადამიანებს საფრთხე აღარ ემუქრებათ და მათ დასახმარებლად მობილიზებულია სპეციალური სამსახურები.
_ გუშინ შემოვიდა ინფორმაცია, რომ გომისთაზე დაკარგულია ხუთი მონადირე, რომლებიც გომისმთის მიმართულებით იყვნენ წასულები,. მათ დასახმარებლად გუშინ საღამოსვე წავიდა სამაშველო სამსახური. ღამით გაიწმინდა გზა, თუმცა, მაშველებმა გაიგეს, რომ 9 ადამინი კიდევ ითხოვდა შველას. მთელი ღამის ინტენსიური მუშაობის შედეგად ამ ადამინების გამოყვანა მოხერხდა.
ჩიტაიშვილის თქმით, დღეს დილით შევიდა ინფორმაცია, რომ ბახმაროშიც დიდი თოვლის გამო ჩაიკეტა გზა და იქ დარჩენილი 15 ოჯახი შველას ითხოვდა. ადგილზე წასულია სამაშველო სამსახურის ხელმძღვანელი და ასევე მობილიზებულია საგზაო დეპარტამენტის ტექნიკა. შესაბამისად, მალე მოხდება ამ ოჯახების ბახმაროდან გამოყვანა, _ აღნიშნა ჩიტაიშვილმა.