დღეს ცნობილი გახდა, რომ ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში პროკურორმა გირაოს სახით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს და დეპუტატს, კახაბერ ასკურავას, გირაოს სახით შეეფარდა 2000 ლარის გადახდა.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოსთან იმყოფებიან "ნაცმოძრაობის" წევრები. ერთ-ერთი მათგანის, ოთარ რევიშვილის თქმით, ეს რაც დღეს ხდება კახაბერ ასკურავას მისამართით არის პოლიტიკური თამაშის ნაწილი.
"ეს არის სამარცხვინო ფაქტი და მინდა გითხრათ, რომ ეს არის პირდაპირი დაკვეთა დღევანდელი ხელისუფლების, გაანადგურონ "ნაცმოძრაობა", მაგრამ ეს არ მოხდება მინდა გითხრათ", _ გვითხრა ოთარ რევიშვილმა.
ცნობისთვის, კახაბერ ასკურავას ბრალი ედება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატის, რომან ბიწაძის და ასევე ლანჩხუთის ადგილობრივი მცხოვრების ლილი ებრალიძის ფიზიკურ შეურაცხყოფაში.