უფლებადამცველი ნიკოლოზ მჟავანაძე, თბილისის საკრებულოს ინიციატივით მიმართავს.
მისი თქმით, "საბედნიეროდ ღმერთი ახლაც გვივლენს ისეთ ადამიანებს, რომლებიც გვაძლევენ გმირობის და მოყვასის სიყვარულის უბადლო მაგალითებს", სწორედ ამიტომ, მჟავანაძე ითხოვს თბილისის რომელიმე უსახელო ქუჩას ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდა პოეტის, ოთარ გურგენიშვილის სახელი მიენიჭოს.
"მივმართავთ თბილისის საკრებულოს, დაიწყოს აღნიშნულ საკიTხზე მუშაობა, მით უმეტეს, ქვეყნის პრემიერმა უკვე გამოთქვა თავისი პოზიცია და განაცხადა, რომ გმირულად დაღუპული ახალგაზრდა ოთარ გურგენიშვილი ნამდვილად იმსახურებს ჯეროვან დაფასებას და სახელის უკვდავყოფას", _ აღნიშნულია განცხადებაში.
გარდა ამისა, უფლებადამცველი კულტურის სამინისტროს მოუწოდებს, ახალგაზრდა პოეტის უკვდავსაყოფად მისი ლექსების კრებული გამოსცეს.