გუშინ საღამოს, მარტვილის რაიონის კურორტ ლებარდიდან მომავალი "ურალის" ტიპის ავტომობილი, გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და დაახლოებით 30 მეტრი სიმაღლის ხევში გადავარდა.
შემთხვევას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
როგორც მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია "გურია ნიუსთან" განმარტავს, შემთხვევა წვიმამ და ნისლიანმა ამინდმა გამოიწვია.
"ურალის" ტიპის ავტომობილში, 4 კაცი ისხდა და ისინი კურორტ ლებარდიდან ბრუნდებოდნენ. შემთხვევის შედეგად 2 ადგილზე გარდაიცვალა.
აღსანიშნავია, რომ შემთხვევას კიდევ ერთი ადამიანი ემსხვერპლა, რომელიც ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარებასთან ერთად მივიდა დასახმარებლად. მაღალმა წნევამ და ჰავის ცვალებადობამ კი, გულის შეტევა გამოიწვია.