როგორც "გალფში" განმარტავენ, საწვავის ფასის შემცირება საერთაშორისო ბაზარზე – "პლაცზე" ფასის კლებამ განაპირობა, სწორედ ამიტომ, 9 აგვისტოდან "ჯი-ფორს პრემიუმის", "ჯი-ფორს ევრო რეგულარისა" და "რეგულარის" ფასები 3 თეთრით შემცირდება.
მიმდინარე ფასები "გალფის" ქსელში ასეთია: "ჯი-ფორს პრემიუმი" – 2,32; "ჯი-ფორს ევრო რეგულარი" -2,23; "რეგულარი" – 2,15.
საწვავის ფასის 3 თეთრით გაიაფების გადაწყვეტილება მიიღო კომპანია "რომპეტროლმაც".
კომპანიის მენეჯმენტის ინფორმაციით, საწვავის გაიაფების გადაწყვეტილება საერთაშორისო ბაზარზე საწვავის ფასის კლებას და ეროვნული ვალუტის გამყარებისკენ სწრაფვას უკავშირდება.
"სწორედ ამ მიზეზების გათვალისწინებით დღეიდან "ეფიქსი" – 2,35 ნაცვლად, 2,32 ლარია, "ეფიქს ევრო პრემიუმი" -2 ,24-ის ნაცვლად, 2,21 ლარი. ხოლო, "ევრო რეგულარი" -2,14 ლარის ნაცვლად 2,11 ლარი ეღირება.