ვირუსი "ებოლა", რომელმაც აფრიკის კონტინენტზე 1 000–მდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტებმა საერთაშორისო საფრთხედ აღიარეს.
იგი სასიკვდილო დაავადებაა, რომელიც პირდაპირი კონტაქტით, დაავადებული ადამიანის ნივთებთან შეხებით გადადის. ვაქცინა მის წინააღმდეგ ამ დრომდე არაა შემუშავებული.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ამ ვირუსის სხვა კონტინენტებზე გავრცელების საფრთხეც არსებობს. უკვე არსებობს მონაცემები, აფრიკის გარდა, სხვა ქვეყნის მოქალაქეების "ებოლათი" დაავადების შესხებ.
შეგახსენებთ, რომ "ებოლას" ეპიდემიის გავრცელების გამო, სხვადასხვა ქვეყნებმა აფრიკის მიმართულებით ავია–რეისები შეაჩერეს.