აგვისტოს ომის 6 წლისთავთან დაკავშირებით სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის გურიის ადმინისტრაციამ, ქალაქ ოზურგეთის მერიამ და მუნიციპალიტეტის გამგეობამ, ასევე მუნიციპალიტეტის საკრებულომ და ქალაქ ოზურგეთის საკრებულოს წევრებმა რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული ოზურგეთელი ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგეს.
2008 წლის აგვისტოს ომში 3 ოზურგეთელი სამხედრო დაიღუპა: თემურ ჭიტაძე (სოფელი გურიანთა), თამაზ ნიკიტინი (ქალაქი ოზურგეთი-ექადია) და ზაურ თენიეშვილი (ქალაქი ოზურგეთი- გაგარინის ქუჩა). ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გარდაცვლილთა საფლავები გვირგვინებით შეამკეს.
ღონისძიების ბოლოს ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძრის ეზოში ომში დაღუპულ გმირთა მემორიალთან მამა ერმალაუსმა მათი სულის მოსახსენიებელი ლოცვა აღავლინა.
ღონისძიების ბოლოს ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძრის ეზოში ომში დაღუპულ გმირთა მემორიალთან მამა ერმალაუსმა მათი სულის მოსახსენიებელი ლოცვა აღავლინა.
აგვისტოს ომში დაღუპულებს პატივი მიაგეს ჩოხატაურშიც. მუნიციპალიტეტის გამგეობის და საკრებულოს პირველმა პირებმა ომში დაღუპული ჩოხატაურელი გმირების _ მერაბ ახობაძის, ლერი მგალობლიშვილის და მურთაზ ირემაძის საფლავები გვირგვინებით შეამკეს. მათი სულის მოსახსენიებელი ლოცვა 9 აპრილის სკვერში აღევლინა.
გმირებს პატივი მიაგეს ლანჩხუთშიც.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ სოციალური სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელთან, მარინა კეიდიასთან ერთად ლანჩხუთელი გმირების _ემზარ წილოსანის, რუსლან წულაძის და ვასილ სმირნოვის საფლავები ყვავილებით შეამკო.