საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა გურიაში გახსნა საკუთარი წარმომადგენლობა, რომლის ხელმძღვანელად ავთანდილ სურგულაძე დაინიშნა.
ის მანამდე სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა, ბოლოს კი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იყო.
როგორც ავთანდილ სურგულაძემ "გურია ნიუსს" განუცხადა, ფოლკლორის რეგიონული ცენტრი ოზურგეთში განთავსდება და მას ოფისისთვის დაეთმობა ისტორიული მუზეუმის მარცხენა ფლიგელის ოთხივე სართული. მალე ჩატარდება სრულიად მუზეუმის რემონტი და შეიქმნება ძალიან კარგი სამუშაო პირობები.
კითხვაზე, თუ რა სამუშაო არეალს მოიცავს ახლად გახსნილი ცენტრის სამოქმედო პროგრამა, ავთანდილ სურგულაძემ განმარტა, რომ მოქმედების ზონა იქნება მთლიანად დასავლეთ საქართველო. წლის ბოლომდე ჩამოყალიბდება სტრუქტურა, ამ ეტაპზე კი სურგულაძის თანაშემწედ საყვარელ სალუქვაძე დაინიშნა.