მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის პროგნოზით, კენიაში ებოლას გავრცელების მაღალი რისკი არსებობს. სწორედ ამიტომ, კენიამ აფრიკული ქვეყნის მოქალაქეებს, მათ ქვეყანაში ჩასვლა აუკრძალა.
მედიკოსების განცხადებით, ებოლას შეჩერებას მინიმუმ 6 თვე დასჭირდება.
კონტროლის ზომები მიიღებს საქართველოში, სადაც დასავლეთ აფრიკიდან ჩამოსულებს ებოლაზე შეამოწმებენ. ისინი სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან საინკუბაციო პერიოდის განმავლობაში, რომელიც 21 დღეს მოიცავს.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ებოლა გლობალრი კონტროლის ქვეშაა აყვანილი, რადგან დაავადების მარტივად გავრცელების საშიშროება არსებობს.