ქალაქ თბილისის მერი დავით ნარმანია ურეკში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან იმყოფებოდა.
მან საკურორტო–სამკურნალო რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, დასასვენებლად მყოფ მოზარდებს საჩუქრები გადასცა და ერთი დღე მათთან ერთად გაატარა.
მოზარდთა გამაჯანსაღებელი პროგრამის ფარგლებში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 20 წლამდე ასაკის მოზარდები და მათი თანმხლები პირები, ორ-კვირიანი საგზურებით სარგებლობენ. პროგრამა მთისა და ზღვის კურორტებზე (ბაკურიანი, ურეკი) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების რეაბილიტაციასა და მათ რესოციალიზაციას ისახავს მიზნად.
პროგრამით სარგებლობენ როგორც თბილისში რეგისტრირებული 20 წლამდე ასაკის შშმ პირები, ასევე ის მოზარდები, რომლებიც დედაქალაქში რეგისტრირებული არ არიან, მაგრამ განთავსებული არიან ბავშვთა სპეციალიზირებული ცენტრებში, ან სწავლობენ თბილისის საჯარო სკოლებსა და საბავშვო ბაგა-ბაღებში.