ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხემლისხიდის მცხოვრებთა ერთი ნაწილის განცხადებით, სოფლის ცენტრში ბოლო დღეებში ანტისანიტარია სუფევს.
"სოფლის ცენტრში მხოლოდ ერთი სანაგვე ყუთი დგას და ისიც სულ სავსეა ნაგვით. ცხემლისხდის მეზობელი სოფლიდან მოაქვთ ნაგავი და ყველა აქ ყრის. ეს დღეებია ანტისანიტარიაა ჩვენს სოფელში", _ გვითხრეს სოფელ ცხემლისხიდში მისულებს.
"ორი მანქანა დაზიანდა ერთდროულად და ამის გამო ვერ მოხერხდა ეს დღეები ნაგვის გამოტანა ცხემლისხიდიდან. უკვე გაკეთდა ეს მანქანები და ეს პრობლემა დროულად მოგვარდება", _ გვითხრა ა.(ა).იპ-ის "ოზურგეთის სერვისცენტრისსთვის" დირექტორმა ვლადიმერ სალუქვაძემ.