სანამ საქართველოს ხელისუფლება ეკონომიკურ განვითარებასა და სხვადასხვა მცირე საწარმოს შექმნაზე ფიქრობს, ქვეყანაში ტურიზმი ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს. შეიძლება ითქვას, სეზონურად სხავდასხვა რეგიონებში ძირითადი ფინანსური შემოსავალი სწორედ ტურისტული დანიშნულების ადგილებია.
როდესაც საქართველოში მცხოვრები თითოეული მოქალაქე ამაყობს იმით, რომ ქვეყანაში ბევრი ისტორიული ძეგლი, მთა, ტბა, მდინარე და ტყეა, რითიც შეიძლება თავი მოვაწონოთ უცხოელ ტურისტს, მთავარზე – რა არ მოეწონება ტურისტს, არავინ ფიქრობს. ალბათ ხვდებით რაზეა საუბარი – ნაგავი და ანტისანიტარია! რასაც ჩვენ, ადგილობრივი მოსახლეობა ვტოვებთ იმ ტურისტულ ადგილებში, რომლითაც ასე ვამაყობთ.
საქართველოს მთელს რეგიონში თითქმის ერთნაირი სიტუაციაა. ქართული ტურიზმის სავიზიტო ბარათი ანტისანიტარია და საკვების ნარჩენი, რაც ჩვენი, ქართველების უკულტურობაზე მეტყველებს.
რამდენიმე ფოტო აღებულია სოციალურ ქსელიდან.