გუშინ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურში, რომელიც სამეგრელოსა და აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან სულ რამდენიმე კილომეტრით არის მოშორებული, ყოველწლიური საერთაშორისო ელექტრონული მუსიკალური ფესტივალი კაზანტიპი გაიხსნა. აქ 20 აგვისტოდან 30 აგვისტოს ჩათვლით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან სტუმრებს ელოდებიან.
ზუგდიდიდან სოფელ ანაკლიაში, მუნიციპალური ტრანსპორტი დადის. თუმცა, სადგური, საიდანაც ავტობუსი გადის, მოუწესრიგებელია.
ზუგდიდიდან სოფელ ანაკლიასა და განმუხურში, რომელიც ქალაქიდან 30 კილომეტრით არის მოშორებული, კაზანტიპის სტუმრების უმეტესობას ტაქსით უწევს მისვლა, რაც 20 ლარი ღირს.
სოფელ ანაკლიაში კი ფესტივალზე ჩასულ სტუმრებს, ქუჩები ფუნით დაბინძურებული, სარეველა ბალახი კი ხედ ქცეული დახვდა.
სავარაუდოდ, სოფელ ანაკლიის ხელმძღვანელობას, სტუმრების ლოდინში ქუჩების მოწესრიგება დაავიწყდა.
"გურია ნიუსი" გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს, როგორ მოემზადა ზუგდიდის ადგილობრივი ხელმძღვანელობა ტურისტების მისაღებად.