ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით დარჩია და მოადგილე დიმიტრი კვერღელიძე, დღეს საკრებულოს სხდომათა დარბაზში, 12 საათზე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის პრესკონფერენციას გამართავენ.
"პრესკონფერენციაზე საუბარი შეეხება დემოკრატიული პრინციპების დანერგვას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში და ამ მიზნით საკრებულოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს.
საკრებულოს რეგლამენტით განისაზღვრა და თავმჯდომარის ბრძანებით დამტკიცდა საკრებულოს წევრებისა და თანამდებობის პირების მიერ მოსახლეობასთან შეხვედრის, მათი მიღებისა და ანგარიშის წარდგენის გრაფიკები, სადაც დეტალურად არის გაწერილი თუ რომელი დეპუტატი სად და როდის გამართავს შეხვედრას.
მოწვეულ სტუმრებს საშუალება ექნებათ დასვან მათთვის საინტერესო კითხვები როგორც ძირითადი თემის ირგვლივ, ასევე სხვა ნებისმიერ საკითხზე", _ აცხადებენ პრესსამსახურში.