25 აგვისტოს, დილის 6 საათზე, ოზურგეთს მუნიციპალიტეტის სოფელ სილაურში, სოფლის ადმინისტრაციული შენობა დაიწვა.
აღნიშნულ შენობას რემონტი სოფლის მხარდამჭერი პროგრამით გაუკეთდა და მასში განთავსებული იყო ბიბლიოთეკა, რწმუნებულის სამუშაო ოთახი, ამბულატორია და ბაღი, რომელიც ახალგარემონტებული იყო.
გადარაჩენილია მხოლოდ შენობის წინა ფასადი.
როგორც სილაურის მაჟორიტარი დეპუტატი, გოჩა კილაძე "გურია ნიუსთან" აღნიშნავს, ადგილზე იმყოფებიან პოლიციის თანამშრომლები და აღძრულია სისხლის სამართლის საქმეც.
ჯერჯერობით დაუდგენელია, ზარალის ოდენობა და ასევე, ცეცხლი შენობას დენიდან გაუჩნდა თუ ის განზრახ გააჩინეს.