აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის ახლადარჩეული ე.წ. პრეზიდენტი, რაულ ხაჯიმბა, რუსეთთან თანამშრომლობის ახალ ხელშეკრულებას ხელს 2014 წლის ბოლომდე აპირებს.
მისი თქმით, შეთანხმება უსაფრთხოების საკითხებს, სასაზღვრო კონტროლს, სოციალურ და სხვა მნიშვნელოვან სფეროებს მოიცავს.
რაულ ხაჯიმბამ სოხუმსა და მოსკოვს შორის ურთიერთობას, ორ მეგობარ ქვეყანას შორის სტრატეგიული თანამშრომლობა უწოდა.
ახლადარჩეული ე.წ. პრეზიდენტის განცხადებით, აფხაზეთის წინა დე-ფატო მთავრობა, არაეფექტურად იყენებდა რუსეთის ფინანსურ დახმარებას.
შეგახსენებთ, რომ 24 აგვისტოს ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა, სადაც გამარჯვება რაულ ხაჯიმბამ მოიპოვა.
რიგგარეშე ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ოკუპირებულ აფხაზეთში მას შემდეგ დაინიშნა, რაც ოპოზიციის მიტინგების ფონზე დე-ფაქტო პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი თანამდებობიდან გადადგა.