"არა ნატოს", "არა ომს" – ამ ლოზუნგით, რამდენიმე წუთს წინ, „ევრაზიული კავშირის" დაახლოებით 8 წევრმა, ზუგდიდში აქცია გამართა.
აქციის ორგანიზატორი ზაზა არახამია, აქციაზე მცირეწლოვანი შვილებით მივიდა. თუმცა, აქციის მონაწილეებს "თავისუფალი ზონის" წევრები დაუპირისპირდნენ – წაართვეს პლაკატები და არ მისცეს უფლება გაეგრძელებინათ აქცია, რის გამოც სამართალდამცავებმა ლევან თორია, ლევან კვარაცხელია, ტატო ლაგვილავა და თემურ მალანია დააკავეს.
აქციის ორგანიზატორის, ზაზა არახამიას თქმით, "ჩვენ არ გვჭირდება ნატო და ევროპა. ჩვენ უნდა დავუახლოვდეთ რუსეთს."
არახამიას არა მარტო "თავისუფალი ზონის" წევრები, არამედ ადგილობრივი მცხოვრებლებიც დაუპირისპირდნენ და აქციის ჩატარების საშუალებას არ აძლევდნენ.
"ევრაზიული კავშირის" აქცია რამდენიმე წუთი გაგრძელდა.