საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, დღეს 16 საათსა და 30 წუთზე, საგანგებო განცხადება გაკეთდება.
ბრიფინგს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორია გამართავს.
ჯერჯერობით, უცნობია ბრიფინგის თემა, თუმცა, სავარაუდოდ, მინისტრის მოადგილე ქვეყანაში ბოლო დროს შექმნილ კრიმინოგენულ ვითარებაზე ისაუბრებს.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ადიგენში 3 ახალგაზრდა მოკლეს, ერთი კი მძიმედ დაჭრა; იმავე დღეს კახეთში 84 წლის მამაკაცმა თოფით 36 წლის ახალგაზრდა მოკლა; თბილისში ავლაბარში ნასამართლევმა პირმა დიჯეი დაჩი დარჩია დანით მოკლა; გუშინ კი, თბილისში, ბარნოვზე 27 წლის ახალგაზრდა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს. გუშინ მოხდა მკვლელობა ლილოს დასახლებაშიც, სადაც აზერბაიჯანელი მოქალაქეა მოკლული.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ვანის რაიონის ერთ-ერთ სოფელში ყაჩაღობა მოხდა. ყაჩაღებმა სამართლებლით დასერეს ოჯახის დიასახლისი, ხოლო მის მძინარე მცირეწლოვან ბავშვს კიდურები უთოთი დაუწვეს.