"გურია ნიუსის" ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელს, მერაბ ჭანუყვაძეს, ორი მრჩეველი ეყოლება.
დავით ნინიკაშვილი საინფორმაციო ანალიტიკურ საკითხებში დროებით მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა, რამაზ ზოსიაშვილი კი, გამგებლის მრჩეველი, საინვესტიციო და საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში იქნება.
დავით ნინიკაშვილის და რამაზ ზოსიაშვილის დანიშვნის შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის პრესასსახურში დაგვიდასტურეს.