დაბა ურეკში, ქართული ესტრადის მომღერლების კონცერტი გაიმართება. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, სპორტისა და ტურიზმის განვითარების სამსახურის უფროსი, ნატალია ხომერიკის ინფორმაციით, კომპანია "city ivent georgia" პროექტის ფარგლებში – "ჩვენ, მზე და ლურჯი ზღვა" 5 სექტემბერს გამართავს კონცერტს.
"ეს კონცერტი ტარდება საზღვაო კურორტის პოპულარიზაციისთვის და დამსვენებელთა პოზიტიური განწყობის ამაღლებისათვის. კონცერტში მონაწილეობას მიიღებს: ანრი ჯოხაძე, სალომე ბაკურაძე, ნოდიკო ტატიშვილი, მაკა ზამბახიძე და ჯგუფი "ქუჩის ბიჭები", _ გვითხრა ნატალია ხომერიკმა.