2 სექტემბერს საქართველოს ჩემპიონატის მეორე ლიგის მატჩი გაიმართა ჭიათურაში, სადაც ადგილობრივი სპორტსკოლის გუნდმა ჩოხატაურის "ბახმაროს" უმასპინძლა. შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით დასრულდა 1:3.
"ბახმაროს" მხრიდან გოლები გაიტანეს: გიორგი შათირიშვილმა და ბობომ (2).
მომდევნო მატჩს ჩოხატაურის "ბახმარო", 9 სექტემბერს, ქუთაისის "მართვესთან" გამართავს. შეხვედრა ჩოხატაურის ბორის პაიჭაძის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე 16 საათზე დაიწყება.