ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს 8 სექტემბრიდან შემოიღებს. ამის შესახებ ნათქვამია ერთობლივ წერილში , რომელსაც ხელს აწერენ ევროპის საბჭოს პრეზიდენტი ჰერმან ვან რომპეი და ევროკავშირის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზო.
ახალი სანქციები საბაზრო კაპიტალთან წვდომას, თავდაცვას, ტექნოლოგიებს და ა.შ. ეხება.
სანქციები შეეხებათ ფიზიკურ პირებსაც. მათ შორის არიან ე.წ. დონბასის რესპუბლიკის და "ყირიმის მთავრობის" წარმომადგენლები.
სიაში ასევე არიან რუსი ოლიგარქები და რუსეთის ის მოქალაქეები, რომლებიც გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობენ.
ევროკავშირის მხირდან ახალი სანქციების დაწესებას გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, სადაც აცხადებენ, რომ ქვეყანა მზადაა ახალ სანქციებს უპასუხებს.
"რაც შეეხება ევროკავშირის მხრიდან ახალ სანქციებს, იმ შემთხვევაში თუ ის იქნება მიღებული, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან რეაქცია მოჰყვება", _ აღნიშნულია უწყების განცხადებაში.