"ახლობლურ-ნათესაური ნიშნით თანამშრომლები არ დაგვინიშნავს, მაგრამ ძველი ხელისუფლების ნათესავები, ვინც სამსახურში არ დადიოდნენ, გავათავისუფლეთ თანამდებობებიდან", _ ამის შესახებ თბილისის მერი დავით ნარმანია გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში აცხადებს მაგალითად ვანო მერაბიშვილის სიდედრი მოჰყავს.
"შემიძლია მაგალითად მოვიყვანო ვანო მერაბიშვილის სიდედრი, რომელიც თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის სამსახურში იყო გაფორმებული და ხელფასს ისე იღებდა, სამსახურში არ დადიოდა."