"იმ შეთხვევაში, თუ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი შენარჩუნდება და მშვიდობიანი მოლაპარაკებები დაიწყება, ჩვენ მზად ვართ ახალი სანქციების დაწესების გადაწყვეტილება გავაუქმოთ", _ განაცხადა ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა ჰერმან ვან რომპეიმ.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს შემოღებას 8 სექტემბრიდან აპირებდა.
ახალი სანქციები საბაზრო კაპიტალთან წვდომას, თავდაცვას, ტექნოლოგიებს და ა.შ. უნდა შეხებოდა. ასევე, ფიზიკურ პირებსაც. მათ შორის ე.წ. დონბასის რესპუბლიკის და "ყირიმის მთავრობის" წარმომადგენლებს.