https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს

    ავიაკატასტროფა თურქეთში _ დაღუპულია 8 ადამიანი

    ომიდან დაბრუნებულმა რუსმა ორი ადამიანი ცოცხლად დაწვა და ისევ ომში გაშვება ითხოვა

    რუსეთში WhatsApp-ს სიჩქარე ხუთჯერ დაეცა

    მოსკოვში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად გენერალი დაიღუპა

    უცნაური ნათება კოსმოსში – რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა ვარსკვლავთშორის კომეტაზე, რომელმაც დედამიწას ჩაუარა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს

    ავიაკატასტროფა თურქეთში _ დაღუპულია 8 ადამიანი

    ომიდან დაბრუნებულმა რუსმა ორი ადამიანი ცოცხლად დაწვა და ისევ ომში გაშვება ითხოვა

    რუსეთში WhatsApp-ს სიჩქარე ხუთჯერ დაეცა

    მოსკოვში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად გენერალი დაიღუპა

    უცნაური ნათება კოსმოსში – რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა ვარსკვლავთშორის კომეტაზე, რომელმაც დედამიწას ჩაუარა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ალექსანდრე ჭიკაიძე: “ამ გეგმას, პირადად ვაცხადებ, რომ განხორციელება არ უწერია!”

13:09; 10.09.2014
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე "ალიასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში სკანდალურ განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ კონკრეტულ დაჯგუფებას სახელმწიფო ხელისუფლების ანტიკონსტიტუციური გზებით დამხობა სურდა.

– თითოეული ადამიანის სიცოცხლე სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია და ჩვენი ვალია მათ უსაფრთხოებაზე ზრუნვა. იყო გარკვეული ინფორმაციები, რომ კონკრეტული ჯგუფები შინაგან საქმეთა სამინისტროზე იერიშის მოტანას აპირებდნენ, ისინი კარგად განსწავლულები არიან პიარკამპანიაში და პროპაგანდაში. მათ სცადეს, საზოგადოებაში შეექმნათ განწყობა, თითქოს კრიმინოგენური ვითარება გაუარესდა. მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ კრიმინოგენური ვითარება არ გაუარესებულა! მესმის, სტატისტიკით საუბარი გამაღიზიანებელია, როცა საქმე ადამიანის სიცოცხლეს ეხება, მაგრამ, როცა ოპონენტები კრიმინალის გაუარესებაზე საუბრობენ, აუცილებელია მათ შევახსენო ის სტატისტიკა, რაც იყო რამდენიმე წლის წინათ და შეადარონ დღევანდელ სტატისტიკურ მონაცემებს. არ ვაპირებ, დავუბრუნდე წარსულს და კიდევ ერთხელ შევახსენო ადამიანებს, რა ხდებოდა 2012 წლამდე. ადამიანებს აინტერესებთ, რა ხდება დღეს, რა ამოცანების წინაშე ვდგავართ და როგორ ვაპირებთ კრიმინალთან ბრძოლას. კრიმინალი ყოველთვის მოხდება და ყველა შემთხვევის პრევენცია თითქმის შეუძლებელია. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში მომხდარი მკვლელობები ძირითადად ოჯახურ გარჩევებს მოჰყვა. მაგალითად, რამდენიმე დღის წინ ლილოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთ-ერთ რესტორანში მკვლელობა მოხდა, ბიძაშვილები ერთად ქეიფობდნენ, შელაპარაკების შედეგად ბიძაშვილმა ბიძაშვილს ცივი იარაღით მიაყენა სასიკვდილო ჭრილობა. სამწუხაროდ, პიროვნება გარდაიცვალა. ასეთ ფაქტებზე პოლიცია პრევენციას ხშირ შემთხვევაში ვერ მოახდენს, _ აცხადებს ჭიკაიძე.
– რაც შეეხება ვაკეში მომხდარ მკვლელობას, ლაშა მახარაძის მკვლელი, მეტსახელად "ოქრიკა", თქვენს ნათესავად მოიხსენიეს და დაგადანაშაულეს, თითქოს მკვლელს ხელს აფარებთ…
– ვაკეში მკვლელობა ჩემთვის ორმაგად მძიმე აღმოჩნდა. ერთია, რომ ახალგაზრდა ადამიანი სიცოცხლეს გამოასალმეს, მეორეა – დეზინფორმაცია გაავრცელეს, თითქოს მკვლელი ჩემი ნათესავია და ჭიკაიძე ხელს აფარებსო. მკვლელობაში ეჭვმიტანილი ჩემს სახელს რატომ დაუკავშირეს, წარმოდგენა არ მაქვს, გამალებით ვიბრძვი, დავიჭირო და პასუხი ვაგებინო მას და ამ მიმართულებით არის წინსვლა. როგორც იცით, ამ საქმეზე დაკავებულია ერთი პირი. როგორც ირკვევა, ლაშა მახარაძის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ოქროპირიძე არის მისი ბავშვობის მეგობარი. ამით იმის თქმა მინდა, რომ მკვლელობების 99 პროცენტი მოდიოდა ახლობლებსა და ნათესავებზე.
– ჩვენ ვნახეთ უმძიმესი კადრები, როცა ყაჩაღებმა 4 წლის ბავშვი გააუთოვეს. ალბათ, თქვენც არ გახსოვთ, ასეთი ყაჩაღური თავდასხმა ბოლო დროს როდის მოხდა. როგორია მინისტრის პოზიცია?
– რაც შეეხება 4 წლის ბავშვის  მიმართ არაადამიანურ ქმედებას – დედის თვალწინ პატარა ბავშვი დააუთოვეს, სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ამ ქალბატონის ბიძაშვილმა ჩაიდინა ეს უმძიმესი დანაშაული. ეს დანაშაული გახსნილია, დაკავებულია დამნაშავე და გულწრფელად გეტყვით, რომ ჩემთვის ეს თემა იყო ძალიან მძიმე, მით უმეტეს, როდესაც გავიგე, რომ დანაშაულის ჩამდენი იყო ბიძაშვილი. სამი შვილის მამა ვარ და ამ კადრების ნახვამ ჩემზე ადამიანურად ძალიან მძიმედ იმოქმედა, არავის მივცემ იმის უფლებას, რომ ვინმემ გონებაში გაივლოს ასეთი დანაშაულის ჩადენა, არავის დავუტოვებ იმის განცდას, რომ მათი შვილები დაუცველები არიან და მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ყველა დამნაშავე უმკაცრესად აგებს პასუხს კანონის წინაშე, ჩვენ ვაშენებთ ძლიერ სახელმწიფოს, სადაც თითოეული მოქალაქის უსაფრთხოების დაცვა არის ჩვენი ამოცანა, _ ამბობს შინაგან საქმეთა მინისტრი.

ჭიკაიძის ეჭვობს, რომ "გარკვეული პოლიტიკური ძალები მუშაობენ შინაგან საქმეთა სამინისტროსა"  და მის დისკრედიტაციაზე.

– შსს არის ერთ-ერთი რთული სამინისტრო და 24-საათიანი მუშაობის რეჟიმში ვარ. მინდა, ჩემი თანამშრომლები, რომლებიც ჩემს ბრძანებას ემორჩილებიან, თვითონ არ გახდნენ კრიმინალები, მე ამას მივაღწევ! რაც იყო წარსულში, ესაა წარსული. სამწუხაროდ, თვითონ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან იყო ხალხი დაუცველი, შს თავად სჩადიოდა კრიმინალს. თითოეული ადამიანის ბედი ჩემთვის მნიშვნელოვანია, არც ერთი ადამიანი არ უნდა დაიჩაგროს, უდანაშაულო ადამიანი არ უნდა მიეცეს პასუხისგებაში. ირკვევა, რომ სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფებში ხელმძღვანელ თანამდებობაზე კრიმინალები ისხდნენ, საგამოძიებო ორგანოებმა დაამტკიცეს, რომ თვითონ მაღალჩინოსნები სჩადიოდნენ დანაშაულს, გასცემდნენ უკანონო ბრძანებებს. ჩემს თანამშრომლებს მუდმივად ვაფრთხილებ, რომ არ დაარღვიონ უდანაშაულობის პრეზუმფცია და თუკი ადამიანს დანაშაულს ვერ დაუმტკიცებენ, ნუ ეცდებიან, მას ბინძური გზებით ებრძოლონ. კრიმინალებს ბინძური გზებით კი არ უნდა ებრძოლონ, არამედ უნდა ებრძოლონ გონებით, პროფესიონალიზმით, კანონით და დაუმტკიცონ, რომ ის არის დამნაშავე. მხოლოდ ამის შემდეგ მიეცეს პირი პასუხისგებაში და არა იმიტომ, რომ ესა თუ ის პიროვნება ცუდია და ვიღაცას არ მოსწონს. ასეთი რამ არ მოხდება!
ეჭვი გამიჩნდა, რომ გარკვეული პოლიტიკური ძალები მუშაობენ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ჩემს დისკრედიტაციაზე, მათი მიზანია პოლიციის დემორალიზება და ცდილობენ, გადავდგა რადიკალური ნაბიჯები. ის კამპანიაც, თითქოს კრიმინალმა იმატა, ამ გეგმის ნაწილია, ამით კი იმის მიღწევა სურთ, რომ ჩემმა სამინისტრომ ხალხს დაუწყოს დევნა, შანტაჟი, კანონსაწინააღმდეგო ქმედება, რაც არ მოხდება. რაც არ უნდა ილაპარაკონ, რა პროვოკაციებზეც არ უნდა წავიდნენ და რაც არ უნდა ცილი დამწამონ, ყველას გასაგონად ვაცხადებ, რომ მიზანს ვერ მიაღწევენ და პოლიციის დემორალიზებას ვერ მოახდენენ. ჩემი მუშაობის პრინციპზე უარს ვერავინ მათქმევინებს და ამ ქვეყანაში უდანაშაულო ადამიანები არ დაიჩაგრებიან, მაგრამ კანონის მცირე გადაცდომასაც არავის ვაპატიებთ! დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრო არის ძლიერი და ერთიანი, თითოეული პოლიციელი ემსახურება საქართველოს, – აცხადებს ძალოვანი უწყების პირველი პირი.

შინაგან საქმეთა მინისტრი „ალიასთან“ ინტერვიუში პოლიციურ კონტროლზეც აკეთებს განმარტებებს და აღნიშნავს, რომ ის საზოგადოების დაკვეთას ასრულებს:
– რამდენიმე დღეა, ე.წ. "რეიდებია", პოლიციურ კონტროლზე არასამთავრობო ორგანიზაციები გაკრიტიკებენ, რომ ხშირად პოლიციელები კანონს არღვევენ,  დაკავებულ პირს არ წარუდგენენ საკუთარ ვინაობას და არ განუმარტავენ გაჩერების მიზეზებს. ამის მაგალითია დიზაინერის დათუნა სულიკაშვილის ფაქტი, მან წერილობითაც მოგმართათ, რომ მისი გაჩერებისას პოლიციელმა დაარღვია კანონი…
– მე საზოგადოების დაკვეთის გარეშე არ ვმოქმედებ, ჩემი ინიციატივით არ გავაკეთებ ისეთ რამეს, რომ საქართველოს მოსახლეობას უხერხულობა შევუქმნა, ამ შემთხვევაში ვიხელმძღვანელე საზოგადოების დაკვეთით და განვახორციელე პოლიციური კონტროლი, რაც ძალიან დროული იყო, გარკვეულმა ტენდენციურმა ძალებმა შექმნეს ისეთი განწყობა, თითქოს ქვეყანაში კრიმინოგენური ვითარება გაუარესდა, ასეთი ტიპის სპეკულაციებით შეეცადნენ სამინისტროს იმიჯის შელახვას, მე მოვთხოვე ჩემს თანამშრომლებს, რომ ყველა კანონდარღვევაზე მოახდინონ ადეკვატური რეაქცია…

ჭიკაიძის თქმით,  „ჩვენს ქვეყანაში კანონი არის უზენაესი და თუ ვინმე დანაშაულს ჩაიდენს, ის უმკაცრესად დაისჯება“

_ მე მაბარია 42 ათასი პოლიციელის ბედი, თუკი აქედან ერთი ადამიანი აღმოჩნდება ისეთი, ვინც ამ დანაშაულის პროვოცირებაზე წავა, მას არ ვაპატიებ, რომ დანარჩენი თანამშრომლების იმიჯი შელახოს. ჩვენ შევისწავლეთ ფაქტები და ვიცით, რომ იყვნენ თანამშრომლები, ვინც ანტისახელმწიფოებრივად აზროვნებდნენ და პირადი პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, ქვეყნის ბედით თამაშობდნენ. თითოეულ თათბირზე ჩემს თანამშრომლებს მოვუწოდებ, რომ იმოქმედონ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მინისტრები მიდიან და მოდიან, პოლიციელები კი თავისი ქვეყნის სადარაჯოზე რჩებიან. ჩემი ბუნებიდან გამომდინარე, მე ვარ ლოიალური და ადამიანური, მაგრამ ჩემმა თანამშრომლებმა კარგად იციან, როცა საქმე ეხება სამშობლოს ინტერესებს და თუკი ამ გზიდან ვინმე გადაუხვევს, აქ ვარ ძალიან მკაცრი, _ ამბობს ჭიკაიძე.
მისივე განცხადებით  „გარკვეულ პოლიტიკურ ძალებში იგეგმება ანტისახელმწიფოებრივი და ანტიკონსტიტუციური ქმედებები“.

_  ისინი ცდილობენ დესტაბილიზაციისა და დესტრუქციული ქმედებების განხორციელებას, პირველი დარტყმა, რა თქმა უნდა, მოვიდოდა ჩემზე და ჩემს სამინისტროზე. მათი მიზანი იყო, ჩემი და ჩემი თანამშრომლების განეიტრალება. რასაც ვამბობ, ამის მტიცებულებები და ფაქტები მაქვს, _ აცხადებს ჭიკაიძე.
– კონკრეტულად რა ფაქტები გაქვთ, როგორ აპირებდნენ თქვენს განეიტრალებას?
– მოგეხსენებათ, რომ კამერების წინ მაინცდამაინც მჭევრმეტყველი არ ვარ, თქვენ ნახეთ, რომ დაიწყო ჩემი პიროვნებისადმი შეურაცხმყოფელი ეპითეტების გამოყენება. თუ ასეთი სუსტი ვარ, როგორც მინისტრი და სუსტი თანამშრომლები მყავს, მაშინ რაში სჭირდებათ ჩემთან ამხელა ბრძოლა? კონკრეტული ჯგუფები აპირებდნენ ამ ნიუანსების გამოყენებას. სამწუხაროდ, დაემთხვა მკვლელობების ფაქტები და მათი გეგმის ნაწილი იყო, რომ დაწყებულიყო სამინისტროს დისკრედიტაცია. იყო შეურაცხმყოფელი გამონათქვამები. ცდილობდნენ განწყობის შექმნას, რომ ქვეყანაში არის ქაოსი და შსს არის დემორალიზებული. ეს პირდაპირ მიმართულია იმისკენ, რომ შეფერხდეს ეკონომიკური განვითარება, არ შემოვიდეს ქვეყანაში ინვესტორი და საქართველოს შეუქმნან იმიჯი, თითქოს არსებობს საფრთხეები, მაგრამ თქვენ ნახეთ, რომ წელს საქართველოში იმდენი ტურისტი ჩამოვიდა, რამდენიც არასდროს ყოფილა.

შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, სააკაშვილმა თანამოაზრეებს  „ქვეყანაში ქაოსის შესაქმნელად კონკრეტული დავალებები და გეგმები მისცა“:

_ ჩემთვის ცნობილია  ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მიხეილ სააკაშვილმა მისცა კონკრეტული დავალებები "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს და არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერებს. ეს დავალებები კიევსა და თურქეთში ჩატარებულ თათბირებზე გაიცა. ამ შეხვედრების მთავარი თემა არ იყო შიდა პარტიული საკითხები, სააკაშვილმა ქვეყანაში ქაოსის შესაქმნელად კონკრეტული დავალებები და გეგმები მისცა. მიხეილ სააკაშვილს მიცემული აქვს დავალებები, რომ შექმნას კარგად ორგანიზებული 500-კაციანი მობილური ჯგუფი, რომელიც, თავის მხრივ, დაიყოფა ცალკეულ მობილურ ჯგუფებად. მათ უნდა იმოქმედონ პროვოკაციულად, მათ შორის პოლიციის თვალწინ, ეცადონ, მოახდინონ პოლიციის პროვოცირება, შექმნან ფორსმაჟორული სიტუაციები, მოაწყონ აგრესიული საპროტესტო აქციები, სხვადასხვა თემების მანიპულირებით, როგორიცაა კრიმინოგენური ვითარება, სოციალური და ეკონომიკური საკითხები, რუსეთთან ურთიერთობა, გამოიყენონ დევნილთა პრობლემები, სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებზე მოახდინონ გაფიცვების პროვოცირება, შექმნან ქაოსური ვითარება, მათი მიზანია, შექმნან ნეგატიური ფონი, როგორც ქართულ საზოგადოებაში, ისე უცხოურ მედიასა და დიპლომატიურ საზოგადოებაში. მაგალითად, "თავისუფალი ზონის" წევრებს მიეცათ დავალება, სასწრაფო დახმარების ექიმებისგან მიიღონ ინფორმაციები პიროვნების გარდაცვალების შესახებ და ეს გააპიარონ იმ კუთხით, რომ თითქოსდა ახალმა მთავრობამ შეუზღუდა მოსახლეობას სასწრაფოს გამოძახება და ეს არის ამის შედეგი. ამ გზით სურთ, ნეგატიურად წარმოაჩინონ ის რეგულაციები, რაც მთავრობამ მიიღო სასწრაფოს რეფორმირებისთვის.
სააკაშვილისვე დავალებით ქაოსის შექმნის გეგმაში უნდა ჩართონ ეროვნული უმცირესობები, უნდა შეიქმნას ეროვნული უმცირესობებისგან დაკომპლექტებული მობილური ჯგუფები საქართველოში. ეს არის ნაწილი გეგმისა, რასაც სააკაშვილი გეგმავს. ამ გეგმას, პირადად ვაცხადებ, რომ განხორციელება არ უწერია! ისინი ვერც იმ ილუზიას შექმნიან, რომ თითქოს ქვეყანაში არის ქაოსი და ანარქია, მათი სურვილები დარჩება სურვილებად. დღეს საქართველოში ბევრი არასამთავრობო ორგანიზაციაა, ბევრი მათგანის აზრი ჩემთვის გასათვალისწინებელია და მათ საქმიანობას პატივს ვცემ, მაგრამ რომელი ორგანიზაციებიც თქვენ ჩამოთვალეთ, სამწუხაროდ, ისინი არასამთავრობო ორგანიზაციის საფარქვეშ მოქმედებენ და რეალურად ემსახურებიან კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის ინტერესებს, ჩვენ არ დავუშვებთ, რომ მათ ქვეყანაში შექმნან ქაოსის ილუზია, ყველამ გაიგოს, ვინც ანტიკონსტიტუციური გზით წავა და ქვეყანას საფრთხეს შეუქმნის, კანონის წინაშე ყველა უმკაცრესად დაისჯება.

– თქვენ საკმაოდ სერიოზული ინფორმაციები ჩამოთვალეთ, რას აკეთებს სამინისტრო ამის პრევენციისთვის?
– ჩვენ განვახორციელებთ კანონით გათვალისწინებულ ყველა ღონისძიებას ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების აღსაკვეთად. უკვე მიღებულია კონკრეტული ზომები. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს სახელმწიფო ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად შეთქმულების მომზადებას. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მეტს ვერ დავკონკრეტდები.

წყარო: alia.ge

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

სკოლებში მეორე უცხო ენის სწავლება სავალდებულო მე-5 კლასიდან გახდა

"შსს, საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიის კუთხით, არ არის მარტივ მდგომარეობაში"

ყველა სიახლე

სამართალი

ბაჩო ახალაია დააკავეს

21:20; 25.12.2025
სამართალი

ნუცუბიძის ქუჩაზე მდებარე კორპუსთან, სადაც ბაჩო ახალაია ცხოვრობს, პოლიციაა მობილიზებული

19:16; 25.12.2025
სამართალი

სუს-ში ბრიფინგი ჩაინიშნა

18:32; 25.12.2025
ფინანსები

ვალუტის განახლებული კურსი 26 დეკემბრისთვის

18:28; 25.12.2025
ფინანსები

სესხების საპროცენტო განაკვეთები გაიზარდა – რა ღირს ლარსა და უცხოურ ვალუტაში გაცემული კრედიტები

16:59; 25.12.2025
ფეისბუქსტატუსები

გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

16:16; 25.12.2025
პოლიტიკა

“გავასაჩივრებთ სასამართლოში”- სახალხო დამცველი

13:59; 25.12.2025
საზოგადოება

რამდენ ლარიანი ტენდერი გამოაცხადა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ სამი ობიექტის დასაცავად

13:43; 25.12.2025
საზოგადოება

დღეს ოზურგეთში ნაძვის ხის ანთების ცერემონია გაიმართება

13:31; 25.12.2025
სამართალი

ერთმანეთს ავტობუსი და მიკროავტობუსი დაეჯახა

12:55; 25.12.2025
საზოგადოება

“საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამის შეწყვეტას სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზე უმძიმესი ეფექტი ექნება”

12:34; 25.12.2025
ფინანსები

სიახლეები საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკსა და ბიზნეს ინტერნეტბანკში

12:00; 25.12.2025
საზოგადოება

“მეორადი ავტომობილების ნაწილები გაძვირდება” – ახალი ვალდებულება ავტოიმპორტიორებისთვის

11:53; 25.12.2025
საზოგადოება

კათოლიკური სამყარო და მართლმადიდებელი ეკლესიების ნაწილი დღეს მაცხოვრის შობას დღესასწაულობს

11:15; 25.12.2025
ფინანსები

Spotlight-ზე საქართველოს ბანკის კონტენტის მიმართულების ხელმძღვანელმა, ნინუცა ოქროპირიძემ ბრენდის კომუნიკაციის ახალ შესაძლებლობებზე ისაუბრა

11:09; 25.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

16:16; 25.12.2025
0

დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

14:50; 21.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო