ჩინეთის მეცნიერებათა აკადემია (CAS) გადახდის ახალი პროგრამის ამოქმედებისათვის ემზადება, რომელსაც სახის ამოცნობის ფუნქცია ექნება. პიროვნების იდენტიფიკაცია თითქმის იდეალური სიზუსტით ხდება. როგოც გაზეთი Science and Technology Daily-ი იუწყება, სისტემა სახეების ყველაზე დიდ აზიურ ბაზას იყენებს, რომელშიც 50 მილიონზე ჩანაწერი არსებობს.
მკვლევარების განმარმტებით, სისტემა მონაცემების შეგროვების უნიკალურ ტექნოლოგიას იყენებს, რომელიც სახის სკანირებას ერთდროულად 90 კუთხით ახორციელებს. ხოლო სისტემის თვითშესწავლის უნარი სწრაფად ცვალებად გარემოში სტაბილური მუშაობის გარანტიას იძლევა.
ახალი სისტემის გამოსაყენებლად მობილურ ტელეფონზე სპეციალური პროგრამის დაყენება და მასთან საბანკო ანგარიშის ან ბარათის დაკავშირებაა საკმარისი. პროგრამის შემქმნელები ამტიკიცებენ, რომ სისტემა მომხმარებლის იდენტიფიცირებას "ერთ წამში" მოახერხებს.