საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გურიაში, მინისტრი დავით შავლიაშვილი, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე, ვაჟა ფანჩულიძე, სამინისტროს სხვა წარმომადგენლები გაემგზავრნენ.
ისინი ინტენსიური წვიმის შედეგად დაზიანებულ ინფრასტრუქტურას დაათვალიერებენ. მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთის სავტომობილო გზის მე-4 კმ-ზე, სოფელ შემოქმედთან, ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებული მდინარე რეცხავს გზას, რის გამოც ამ მონაკვეთზე მოძრაობა აიკძალა.
ამავე გზის მე-5 კმ-ზე მდინარემ გზის სავალი ნაწილის 200 გრძივი მეტრი დატბორა, შედეგად – ტრანსპორტის მოძრაობა შეჩერებულია. ადგილზე მობილიზებულია საჭირო ტექნიკა. გზის აღდგენის სამუშაოები წვიმის გადაღებისა და წყლის დონის დაწევისთანავე განხორციელდება.