ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგინიძეებში, სადაც 16 ოჯახი მეწყერსაშიშ ზონაში ცხოვრობს, ამ წუთებში გადაუღებლად წვიმს.
როგორ "გურია ნიუსს“ სოფლის მცხოვრებმა ასლან მახარაძემ უთხრა, მეწყარსაშიშ ზონაში ქედის მუნიციპალიტეტს ტექნიკა მობილიზებული ჰყავს და გაწმენდით სამუშაოებს ატარებენ.
"ამ წუთებშიც მუშაობს ტრაქტორები და წყალდიდობისგან ჩამოტანილ ნაშალს წმენდენ. მდინარეები ძალიან ადიდებულია და შესაძლოა ამა მოსახლეობას საფრთხე შეუქმნას. რაც შეეხება თავად მეწყერსაშიშ ზონას, ჯერჯერობით მეწყერის წამოსვლის საშიშროება არ არის. სპეციალისტებმა ადგილი უკვე შეამოწმეს და მოსახლეობის ევაკუირების ბრძანება არ გაუციათ“, _ გვითხრა მახარაძემ.
შეგახსენებთ, რომ "გურია ნიუსი“, რამდენიმე თვის წინ, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგინიძეებში იმყოფებოდა, სადაც მეწყერსაშიში ზონიდან 800 მეტრში 16 ოჯახი ცხოვრობს.