საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, დავით შავლიაშვილი მთავრობის წევრებთან ერთად გურიაში, სტიქიის ზონაში იმყოფება. მინისტრმა უკვე მოინახულა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელი შემოქმედი, სადაც ადიდებულმა მდინარემ დატბორა და დააზიანა გზები, საცხოვრებელი სახლები.
ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთის სავტომობილო გზის მე-4 კმ-ზე, სოფელ შემოქმედის შესასვლელთან, ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარემ გზის დიდი ნაწილი წაიღო, რის გამოც ამ მონაკვეთზე მოძრაობა აიკძალა. ამავე სოფლიდან 10 ოჯახის ევაკუირება გახდა საჭირო.
ამ წუთებში შავლიაშვილი ჩოხატაურში, სოფელ ნაბეღლავშია. მინისტრთან ერთად გურიაში საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე, ვაჟა ფანჩულიძე და სქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე ზურაბ კოპაძეც იმყოფებიან.
მთავრობის წარმომადგენლები სტიქიით დაზიანებულ ინფრასტრუქტურას ადგილზე ეცნობიან.