სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, მარინა მორგოშია და "აგროდაზღვევის პროექტის" ხელმძღვანელი ლევან მაღრაძე, გუშინ, 25 სექტემბერს, გურიის სამივე მუნიციპალიტეტის ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრა გურიის გუბერნიაში გაიმართა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის რწმუნებულები და ფერმერები.
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, მარინა მორგოშიამ და "აგროდაზღვევის პროექტის" ხელმძღვანელმა ლევან მაღრაძემ, შეხვედრაზე აგროდაზღვევის პროგრამა წარადგინეს და პროექტის შესახებ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ფერმერებს, დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
აგროდაზღვევის საპილოტე სახელმწიფო პროგრამა, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდა და მას სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს.
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელისა და აგროდაზღვევის პროექტის ხელმძღვანელის განცხადებით, პროგრამის ფარგლებში აგროდაზღვევის სტიმულირების მიზნით, სადაზღვევო პრემიის 70 % დან 95 % -მდე თანხას სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო დააფინანსებს.
აგროდაზღვევის საპილოტე პროგრამაში სულ 5 ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიაა ჩართული საშემოდგომო მოსავლის დასაზღვევად, კომპანიებმა პროექტში მონაწილე მსურველებისგან განაცხადების მიღება უკვე დაიწყეს.
"აგროდაზღვევის საპილოტე პროექტის მიზანია აგროსექტორში სადაზღვევო ბაზრის განვითარება და სასოფლო-სამეურნე საქმიანობის ხელშეწყობა.
პროგრამის ფარგლებში ფერმერებს საშუალება ეძლევათ დააზღვიონ მოსავლი სეტყვაზე, ჭარბ ნალექზე, ქარიშხალზე, საშემოდგომო ყინვაზე", _ განაცხადეს გურიის ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მარინა მორგოშიამ და "აგროდაზღვევის პროექტის" ხელმძღვანელმა ლევან მაღრაძემ.