WITS-ის სასკოლო ოლიმპიადამ ექსკლუზიური უფლება მიიღო წარადგინოს დელეგაცია საქართველოდან ახალგაზრდა მათემატიკოსთა საერთაშორისო ტურნირზე, რომელიც 2015 წლის მარტში ბულგარეთში გაიმართება.
ახალგაზრდა მათემატიკოსთა საერთაშორისო ტურნირი 1988 წლიდან ტარდება ევროპის სხვადასხვა ქალაქებში, რომელშიც 45 ქვეყნის წარმომადგენლები იღებენ მონაწილეობას ყოველწლიურად. ტურნირზე საქართველოს დელეგაცია პირველად გაემგზავრება.
დელეგაცია დაკომპლექტდება IX-დან XII კლასის ჩათვლით WITS-ის სასკოლო ოლიმპიადების შემოდგომის სეზონის გამარჯვებულებისგან მათემატიკაში. დელეგაციას უხელმძღვანელებს მათემატიკის მასწავლებელი, რომელიც შეირჩევა ყველაზე აქტიური და წარმატებული სკოლიდან ოლიმპიადის შედეგების მიხედვით.
შეგახსენებთ, რომ ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია 10 ოქტომბრამდეა შესაძლებელი.