ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში, სასწავლო პროცესი ისევ შეჩერდა.
ამის შესახებ ინფორმაციას, ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი, ლელა იმედაშვილი ადასტურებს.
ამ დროისთვის მძიმე სიტუაციაა, როგორც ქალაქ ოზურგეთის ქუჩებში, ასევე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში.
ჩვენთვის ცნობილი ხდება, რომ სოფელ ნატანებში, ადიდებულმა მდინარემ ხიდი წაიღო.