ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე, საკუთრების უფლების აღიარების (მიწის ლეგალიზაციის) კომისიას, ახალი თავმჯდომარე და წევრები ეყოლებათ.
როგორც წინა მოწვევის საკრებულოში, ახლაც, ამ კომისიას თავმჯდომარეობას „ეკონომიკის, ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების“ საკითხების კომისიის თავმჯდომარე შეითავსებს. გიორგი ჩახვაძეს კომისიაში ოთხი წევრი ეყოლება – ალექსანდრე მახათაძე და ჯუმბერ ბლაგიძე საკრებულოდან, დავით წულაძე, როგორც გამგებლის მრჩეველი და გოჩა ჩხაიძე, ქონების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში.
საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა აღნიშნულ კომისიაში მინიმუმ ერთი იურისტის შეყვანის აუცილებლობის საკითხი დასვეს. ვინაიდან კომისიის წევრთა რაოდენობა დებულებით კენტი უნდა იყოს, "ერთი იურისტის" გარდა კიდევ ერთი წევრი იყო მოსაძებნი, რაც ამ სხდომისთვის ვერ მოხერხდა და ლეგალიზაციის კომისიაში მინიმუმ ორი ადამიანით წევრების მატებას მალე უნდა ველოდოთ.