საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, თაღლითობის ფაქტზე, თეა ჩიქვინიძე დააკავა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ერთ-ერთ მოქალაქეს დაპირდა, რომ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ დაკისრებულ, 10 000 ლარის ოდენობის ჯარიმას საქალაქო სასამართლოს გააუქმებინებდა.
თეა ჩიქვინიძემ თითქოს და მოსამართლის თანაშემწისთვის გადასაცემად, მოქალაქეს 700 აშშ დოლარი გამოართვა. გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.